„დემოკრატიული მოძრაობა“ ირანში განხორციელებული ტერაქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ტერორიზმი ყველას საერთო მტერია, თეირანში განხორციელებულმა ტერაქტებმა გვაჩვენა, რომ XXI საუკუნის ეს შავი ჭირი ანადგურებს ადამიანებს განურჩევლად ყველაფრისა. ტერორიზმთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს მთელი მსოფლიო, მიუხედავად პოლიტიკური მსოფლმხედველობისა, რადგან ირანში დატრიალებულმა ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა რომ ტერორიზმი მთელი კაცობრიობის საერთო პრობლემაა. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

FaceBook Twitter Google