ნინო ბურჯანაძე: ნუ დაველოდებით ცოცხებს!

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.


„აღარ აქვს მნიშვნელობა გირაოდ გათავისუფლდა თუ ისე გათავისუფლდა მგალობლიშვილი, ეს ფაქტი არის დღვანდელი ხელისუფლების პირდაპირი აღიარება, რომ პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ხალხს, ყველანაირი კრიტიკა მათთვის მიუღებელია. როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების სისტემურ პრობლემაზე ვსაუბრობდით და ვიბრძოდით, ჩვენი ამოცანა იყო, განსხვავებული მთავრობა მოსულიყო, განსხვავებული ხედვებით და მუშაობის სტილით. არ გვეღირსა მთავრობა, რომელიც ნარკოტიკების ჩადებას და უდანაშაულო ხალხის დაპატიმრებას არ მოეშვებოდა. ნათელია, რატომ დაიჭირეს მუსიკოსები, იმიტომ რომ ისინი თავიანთ კლიპში არსებულ პოლიციას აშარჟებდნენ. მუსიკოსების ფაქტის შემდეგ, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება ჟურნალისტი ელისო კილაძის შვილის და სხვა ბევრ ისეთი პატიმრის საქმეებზე, სადაც ნარკოტიკები ფიგურირებს.
მახსოვს, რამდენიმე ხნის წინ შს მინისტრმა თქვა, სამინისტრო ბალასტისაგან უნდა გაიწმინდისო. ბალასტი თვითონ დაიტოვეს, მერაბიშვილის დროინდელი ის პოლიციელები ჰყავთ დღესაც, რომლებიც ნარკოტიკების ჩადების და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებით არიან ცნობილები. გამოდის იგივე გრძელდება, რაც სააკაშვილის და მერაბიშვილის დროს ხდებოდა და მაშინ რა შეცვალა ამ ხელისუფლებამ?“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, მუსიკოსების დაჭერის გადაწყვეტილებას რიგითი პოლიციელი ვერ მიიღებდა, ვერც იმ ოპერაციის ჩატარებას რასაც ნარკოტიკების ჩადება ჰქვია. ამიტომ „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებულ პოპულისტურ განცხადებებს არანაირი აზრი არ აქვს.
„მე და ჩემი პარტია კატეგორიულად მოვითხოვთ დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთი მინისტრი, ასეთი პოლიცია და ასეთი მთავრობა არ სჭირდება ჩვენს ხალხს. ქვეყანაში, სადაც განსხვავებულ აზრს ებრძვიან, ქვეყანაში სადაც კრიტიკისთვის ნარკოტიკებს გიდებენ. ეს არის ქვეყანა, სადაც უნდა გეშინოდეს იმ ხელისუფლების, რომელიც ხალხმა მოიყვანა. ასეთ ხელისუფლებას ხალხი აუცილებლად გაუშვებს“. - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31