დიმიტრი ლორთქიფანიძე: „თეა წულუკიანი უპასუხისმგებლო მინისტრია“

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „თეა წულუკიანი უპასუხისმგებლო მინისტრია“
”დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ოფიციალური წერილით მიმართავს.


„ამ ქვეყანაში ასეთი მინისტრები არიან, შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, დამალობანას გეთამაშებიან. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად თეა წულუკიანი უდიდეს უპასუხისმგებლობას იჩენს, მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაკეთბული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, 3 თვის მანძილზე პასუხი არ გვაღირსა ამიტომ ბოლოჯერ მივმართავ ოფიციალური წერილით, თუ არ გვაძლევს ინფორმაციას, ოფიციალურად მიპასუხოს ამაზეც.“ აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
„დემოკრატიული მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროს იმ მონაცემებს სთხოვს, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებისა და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკას.

„ქალბატონო თეა, გაცნობებთ რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს მივმართე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის მიღების თხოვნით.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო ინფორმაციის მიღება/გაცემის წესისა და ვადის დარღვევის გამო, 16 მაისს განმეორებით მივმართე თქვენს სამინისტროს, თუმცა კვლავ უშედეგოდ. გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოთ საკითხი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნულია დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართვაში.

პარტიის ცნობით, „დემოკრატიული მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს შემდეგ ინფორმაციას: 2012 – 2017 წლებში რამდენმა უცხოელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და რა რაოდენობის მიწა გასხვისდა უცხოელ მოქალაქეებზე. გასულ კვირას დიმიტრი ლორთქიფანიძემ მინისტრ წულუკიანს მედიის საშუალებით მიმართა და შეახსენა, რომ პასუხის არგაცემის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავდა.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31