„დემოკრატიული მოძრაობა“ პატივს მიაგებს 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას
2015 წლის 13 ივნისი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. სტიქიამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს დედაქალაქს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 13 ივნისის ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ბუნების წინაშე ყველანი უძლურები ვართ. აუცილებელი ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებაზე. ტრაგედიის შემდეგ ჩვენი თანამოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ გამოჩენილმა სოლიდარობამ გვაჩვენა, რომ ერთმანეთის თანადგომით ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
„დემოკრატიული მოძრაობა“ პატივს მიაგებს 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას, მათ ოჯახის წევრებს კი გამძლეობასა და სულიერ სიძლიერეს უსურვებს.
FaceBook Twitter Google