ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას - თქვენ ქვეყანას მიიყვანთ რევოლუციამდე
მე მინდა მივმართო ხელისუფლებაში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც მართლა ოპოზიციაში იყვნენ მიხეილ სააკაშვილის დროს. არ გრცხვენიათ? რას აკეთებთ?! იმაზე უარესს აკეთებთ სამართლებრივად, ვიდრე სააკაშვილი აკეთებდა, - აღნიშნული განცხადებით ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ნაწილს მიმართა.

მისივე თქმით, წინა რეჟიმის დროს ძალიან უხეშად ირღვეოდა კანონი, მაგრამ სამართლებრივად მაინც არ იწერებოდა ისეთი უბედურებები რასაც დღევანდელი ხელისუფლება წერს.

„თქვენ აკეთებთ იმას, რომ ქვეყანას მიიყვანთ რევოლუციამდე. ეს რევოლუცია, სამწუხაროდ, აუცილებლად მოხდება. ბიძინა ივანიშვილის მილიარდების გათვალისწინებით ალბათ დროში გაიწელება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყოველ მიზეზგარეშე მოხდება. როდესაც ქვეყანაში არჩევნები აზრს კარგავს და ხალხი გრძნობს, რომ ხელისუფლებას ვეღარ იშორებს, შეგახსნებთ, რომ მოქალაქეებს კარგი ხელისუფლებაც კი ბეზრდებათ, არათუ არაფრის მაქნისი, უუნარო და ნარკოტიკების ჩამდები. როდესაც ხალხი დაინახავს, რომ არჩევნებით ამ ხელისუფლებას ვეღარ იშორებს, დაიწყებს სხვა გზების ძიებას და ეს ნამდვილად იქნება სრული კატასტროფა ჩვენი ქვეყნისათვის“, - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: IPN.GE
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31