ნინო ბურჯანაძე - თუ ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდება, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი
თუ ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდება, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მერობის კანდიდატი შერჩეულია, თუმცა გადაწყვეტილების გასაჯაროებას არ ჩქარობენ.

მათივე ინფორმაციით, ემზადებიან სააერჩევნო პროცესისათვის, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში, თუმცა ელოდებიან პოლიტიკური პროცესების განვითარებას და იმას, თუ რა ცვლილებები შევა როგორც კონსტიტუციაში ასევე საარჩევნო კოდექსში.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მმართველმა გუნდმა შესაძლოა ბლოკის რეჟიმი არ დატოვოს, ამიტომ „დემოკრატიული მოძრაობა“ კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ პარტიებთან.

„ჩვენი პარტია ყოველვის გამოირჩეოდა იმით, რომ წინა ადგილზე ვაყენებდით არა პირად და პარტიის ინტერესებს, არამედ საერთო საქვეყნო ინტერესებს. ასე რომ, თუ იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც მისაღები იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ მას დავუჭიროთ მხარი. თუ ქვეყანაში არჩევნები მართლა დაკარგავს აზრს, ბუნებრივია დაიწყება საპროტესტო აქციები, ეს პროცესები საბოლოო ჯამში ქუჩაში გადავა“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google