„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს პორტუგალიელ ხალხს
პორტუგალიში დატრიალებულ ტრაგედიას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 6 მეხანძრეა, რომლებმაც სიცოცხლე სხვების გადარჩენას შესწირეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალნენ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად პორტუგალიის მოსახლეობასა და მთავრობას. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
FaceBook Twitter Google