ნინო ბურჯანაძე - „ივანიშვილს ყველა მაჟორიტარი და ბიზნესი ჯიბეში ჰყავს ჩასმული“
„საქართველოს ჰყავს აბსოლიტურად უთავმოყვარეო და მატყუარა ხელისუფლება. დღეს გამოჩნდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების და ლიდერების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, მათ არ რცხვენიათ თვეების განმავლობაში ილაპარაკონ ერთი და გადაწყვეტილების მიღების დროს გამოაცხადონ მეორე, ეს არის სამარცხვინო და თავმოყვარე ერი ამას არ უნდა იტანდეს“. - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის მოტყუებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ოპოზიციასთან 2 თვიანი მუშაობა კონსესუსის მისაღწევად იყო ფარსი.
ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ მისცეს ხელისუფლებას შანსი, რომ აბუჩად და მასხრად აიგდოს ხალხი და ქვეყანა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ღირს თითოეული მაჟორიტარის ხმა და ძალიან კარგად ვიცით როგორ აკონტროლებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილი. მაჟორიტარები, რომლებიც არაფერს აკეთბენ თავიანთი რეგიონისათვის და საპარლამენტო ტრიბუნასთან ფაქტიურად არასდროს ჩნდებიან, მათ გაუწია ბიძინა ივანიშვილმა ანგარიში? მაშინ როდესაც ჯიბეში ჰყავს ყველა მაჟორიტარი და ხელში უჭირავს მათი ბიზნესი, საერთოდ არ იყო პრობლემა მათი დაყოლიება პროპორციულზე გადასასვლელად“. -აცხადებს ბურჯანაძე.


FaceBook Twitter Google