ნინო ბურჯანაძე - „ასეთი ღია ვაჭრობა არ ჰქონია არცერთ ხელისუფლებას“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 3 % ბარიერის დაწევას იაფასიან აფიორას და დაცინვას უწოდებს.
„ბარიერის დაწევაზე განცხადების გაკეთება ამ ფონზე ეს არის პოლიტიკური პარტიების დაცინვა და მასხრად აგდება, ამან აჩვენა რომ დღევანდელი ხელისუფლების ადგილი არის არა პარლამენტში და არა მთავრობაში არამედ ქარვასლაში, პირდაპირი ვაჭრობა მიდის. უფრო მარტივია არსებიბდეს 3% - იანი ბარიერი ვიდრე 5 ან 7 %-იანი ბარიერი, მაგრამ გააჩნია რის ფასად, თუ ეს ბარიერის დაწევა ხდება იმის ფასად, რომ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში. სრულიად ნათელია, რომ 3%-იანი ბარიერის დაწევა შემოღებულია ვაჭრობისათის, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაუჭირონ ამ აბსოლიტურად მიუღებელ ცვლილებას მხარი. ჯერ ერთი, არც იმის გარანტია არ არსებობს, ამ მატყუარა ხელისუფლების ხელში რომ ეს 3% იანი ბარიერი 2020 წლის არჩევნებამდე 2 თით ადრე არ შეიცვლება, მაგრამ გარდა ამისა, მე ვსვავ კითხვას რა აზრი აქვს ნებისმიერ ბარიერს, როდესაც ხელისუფლება ისე აყალიბებს ცენტრაული საარჩევნო კომისიის შემადგენლობას და ისე ატარებს არჩევნებს, რომ რა პროცენტიც უნდა იმას დაწერს.
ის რასაც ეხლა „ქართული ოცნება“ აკეთებს არის სამარცხვინო, ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილებები ესეთი ღია ვაჭრობა არ ჰქონია არცერთ ხელისუფლებას თავის ხალხთან, ეს სამარცხვინო ვაჭრობაა რომელიც ერის თავმოყვარეობის განადგურებას ნიშნავს. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google