გიგლა ბარამიძე: "პრემიერის მხრიდან ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, სახეზე ეტყობოდა, რომ რასაც ამბობდა თვითონვე არ სჯეროდა ამის"
პრემიერის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი - ასე აფასებს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პრემიერის გამოსვლის შეფასებისას ბარამიძე "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რომ კვირიკაშვილმა ილაპარაკა ყველაფერზე და პრაქტიკულად არაფერზე:

"პრემიერის მხრიდან ეს იყო იძულებითი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც არაერთხელ გაისმა ოპოზიციის, საზოგადოების მხარიდან მოთხოვნა, რატომ დუმს კონსტიტუციასთან მიმართებაში პრემიერი. იძულებული გახდა გამოსულიყო და ელაპარაკა ყველაფერზე და პრაქტიკულად არაფერზე. მას სახეზე ეტყობოდა, რომ არასაც ამბობდა თვითონვე არ სჯეროდა ამის" აცხადებს ბარამიძე.

რაც შეეხება კონსტიტუციას. გიგლა ბარამიძის შეფასებით, ეს არის დოკუმენტი სახელად- როგორ დარჩეს ქართული ოცნება კიდევ ათეული წელი ხელისუფლებაში. ბარამიძე ამბობს, რომ არც ერთი დაპირება კონსტიტუციის ახალ პროექტში ასახული არ არის და ის ორი საკითხი, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა - მიწის გასხვისების აკრძალვა და ქორწინების დეფინიცა, ხელისუფლებამ მიისაკუთრა. გარდა ამისა ბარამიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება ვენეციის კომისიის არც ერთ რეკომენდაციას არ ასრულებს:

"ჩვენ ვღებულბთ არა კონსტიტაუციას არამედ ქართული ოცნების დოკუმენტს, რომელსაც უნდა ერქვას- როგორ დარჩეს ქართული ოცნება კიდევ ათეული წელი ხელისუფლებაში, რაც საზიანოა ქართული სახელმწიფოსთვის. ეს არ არის კონსტიტუცია, ეს არის ანეკდოტი, ეს არის მოლა ნასრედინის ოხუნჯობები. ის ორი საკითხი, რომლითაც იწონებს თავს ქართული ოცნება და პრემიერმაც აღნიშნა- მიწების უცხოელებზე გასხვისება და ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა- ტყუილია. ეს არ იყო მათი ინიციატივა, საზოგადოებას და უპირველესად ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რომ არ მოეთხოვა, ესენი ამის გამკეთებლებიც არ იყვნენ. ახლა უტიფრად მიიწერეს თავის თავზე.

ერთს ამბობდნენ, მეორე განიხილეს ვენეციის კომისიაში, ტყუილებით ჩამოვიდნენ აქ. დასკვნაში მკვეთრად წერია, რომ არსებობს რისკები რომ საპარლამენტო უმრავლესობის დომინირება მოხდება და უნდა არსებობდეს შეკავების და გაწონასწორების მექანიზმი, ამასთან, ოპოზიციურ პარტიებს მეტი როლი უნდა დეკისროს. ეს იყო პირდაპირი მითითება და რეკომენდაცია. რომელი ერთი გაითვალისწინა? თვითონ ოცნებაშია დიდი გაუგებრობა, დაპირისპირება მრავალი მიმართილებით მათ შორის კონსტიტუციასთან მიმართებაში სხვადასხვა აზრია და ვერ ჩამოიყალიბდნენ და ისე დაიწყეს განხილვა სოფელ-სოფელ. თბილისში რომ ჩამოვიდნენ თავზე დაამხო მათ საზოგადოებამ ეს დოკუმენტი. ეს არის ოცნების დისკრედიტაციის სერიოზული დასაწყის. და პოლიტიკური კრიზისი , რომელსაც დაემთხვა გაუგებარი დაპირისპირება პრეზიდენტის ინსტიტუტთან. ხელისუფლება ქართველ ერს დაუპირისირდა. მათი ყველა დაპირება აღმოჩნდა ტყუილი.

ამის გადაფარვა უნდადათ პრემიერის გამოსვლით, რომელასც სახეზე ეტყობოდა, რომ რასაც ამბობდა თვითონვე არ სჯეროდა ამის. " განაცხადა გიგლა ბარამიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.
FaceBook Twitter Google