გუბაზ სანიკიძე: „ირანსა და არაბულ სამყაროს შორის ომი დაიწყება“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს შეეხო და ვარაუდი გამოთქვა, რომ ყატარში არსებული კრიზისის გამო ირანსა და არაბულ სამყაროს შორის ომი დაიწყება.
„ყარაბახის კონფლიქტი მოწესრიგებისაკენ არ მიდის, ისლამურმა სახელმწიფომ, როგორც მოსალოდნელი იყო გეოგრაფია გაშალა და ავსტრალიაში, სხვა კონტინენტზე მოაწყო ტერაქტი. საქართველოს დღევანდელ პარლამენტში და არც მთავრობაში გეგულებათ კაცი, ვინც ამ საფრთხეების შესახებ მსჯელობს ან ფიქრობს? ამერიკას „ცეერეუ“ კი არ მართავს, არამედ ტრამპი მართავს. რუსეთსაც პუტინი მართავს და „ეფესბე“ კი არ არის პუტინის ბრძანებელი, პუტინი მის ჭკუაზე კი არ დადის, „ეფესბე“ დადის პუტინის ჭკუაზე. ჩვენს ქვეყანას კი სუსი მართავს და იქ საგარეო და მეზობელი ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელი საფღტხეებზე ფიქრისთვის ჭკუა არ აქვთ“. - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

FaceBook Twitter Google