ნინო ბურჯანაძე საკუთარი პარტიის შანსებში დარწმუნებულია.
როგორც „დემოკრატიულ მოძრაობაში“ პარტიაში განაცხადეს, პარტია ყველა რეგიონში აპირებს საკუთარი კანდიდატების დასახელებას. თბილისის მერობის კანდიდატად კი ორი კანდიდატურა განიხილება, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ამ ორიდან რომელს დაასახელებს პარტია თბილისის მერად, უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მართლა ჩატარდება, ვგულისხმობ არა ფიზიკურად ჩატარებას, არამედ ობიექტურად ჩატარებას, ჩვენს პარტიას თავისი გარანტირებული 15 % ყველა არჩევნებში ჰქონდა და აქვს ამ ადგილობრივ არჩევნებში. იმედი გვაქვს ახლა მეტად შევძლებთ ადამიანების მობილიზებას და დარწმუნებას არ უნდა გაყიდონ თავიანთი ხმა და არ დახუჭონ თვალი უსამართლობაზე.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google