”დემოკრატიული მოძრაობა” - თბილისის მერობის კანდიდატად ორი კანდიდატურა განიხილება
პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა რეგიონში საკუთარი კანდიდატების დასახელებას აპირებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”დემოკრატიული მოძრაობიდან” აცნობეს, თბილისის მერობის კანდიდატად ორი კანდიდატურა განიხილება, თუმცა ჯერჯერობით მათ ვინაობას არ ასახელებენ.
„იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მართლა ჩატარდება, ვგულისხმობ არა ფიზიკურად ჩატარებას, არამედ ობიექტურად ჩატარებას, ჩვენს პარტიას თავისი გარანტირებული 15% ყველა არჩევნებში ჰქონდა და აქვს ამ ადგილობრივ არჩევნებში. იმედი გვაქვს, ახლა მეტად შევძლებთ ადამიანების მობილიზებას და დარწმუნებას, არ უნდა გაყიდონ თავიანთი ხმა და არ დახუჭონ თვალი უსამართლობაზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


FaceBook Twitter Google