ნინო ბურჯანაძე: წარმოუდგენელია, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ იწვებოდეს ბაზრობები, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს.
„როდესაც წინასწარ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესა თუ ის ბაზრობა სჭირდება კონკრეტულ პროექტსა თუ ინტერესს და შედეგ ეს ბაზრობა იწვის, ეს ყველაფერი საკმაოდ საეჭვო ვითარებას ქმნის,“-ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს.
მისი თქმით, არც ერთი ასეთი საქმე გამოძიებული არ არის და არც ხანძრის შედეგად დაზარალალებული ადამიანები არიან დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მხრიდან.
„მათ არ ანაზღაურებიათ ზიანი და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები და ვფიქრობ, რომ ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს სასწრაფო გამოძიება და კატეგორიულად მოვითხოვთ, დაზარალებულებს ყურადღება მიაქციოს ხელისუფლებამ და აანაზღაუროს ზარალი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google