გიგლა ბარამიძე: „არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად დაძვრნენ და მიასამშაბათონ ოქტომბრამდე ცვლილებები“
შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგეს? ამ საკითხზე "პირველ რადიოსთან" "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება, რაც "ქართული ოცნების" ბრალი იქნება. მისივე თქმით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულების მქონე ოპოზიციური პარტიები მზად არიან საერთო შეხების წერტილი მონახონ. მისივე თქმით, რეალურად, ქართულ ოცნებას არ სურს კონსენსუსის მიღწევა და ამ მიზნით მას "დრო გაყავს"

"ყველაფერია შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქართველმა ერმა მიიღოს კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს სახისათვის აუცილებელია. თვით ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალებიც კი, რომლებსაც სულ სხვა ხედვები აქვთ მთელ რიგ საკითხებზე, მზად ვართ შეხების წერტილი მოვძებნოთ, ოღონდაც ქართული ოცნება მოეგოს გონს და კონსტიტუციაში აისახოს ის, რაც ქართულ საზოგადოებას უნდა . აქ უნდა აისახოს არა კოსმეტიკური ცვლილებები, არამედ მთელი ჩამონათვალი იმისა, რასაც ჩვენ უკვე მეხუთე თვეა ვსაუბრობთ- დაწყებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის არგასხვისებით, შემდეგ საარჩევნო კოდექსი და სხვა საკითხები, რისი გათვალისწინებაც არ უნდა მთავრობას.

საოცარია, დღეს გვიყვებოდნენ, რომ პრემიერ მინისტრი ესაუბრა ვენეციის კომისიის თავმჯდომარესო. ვითომ იმათი საუბრის ზოგადი ტენდენციები გააჟღერა ქართულმა ოცნებამ. რათ გვინდა სატელეფონო საუბრის შინაარსი, როდესაც 3 დღის წინ ეს კაცი აქ იყო და თქვა, რომ ყოველ საათს მიცრუვდება იმედიო. კაცმა თქვა, რომ ერთადერთი რაც აუცილებელია კონსენსუსი უნდა იყოს და რა სატელეფონო შინაარსს გვიყვებიან ვერ გავიგე. ახლა არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად დაძვრნენ და მიასამშაბათონ ოქტომბრამდე ცვლილებები, მაგრამ როგორც დღეს გამოჩნდა, როგორც ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა, ჩანს, რომ პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება ძალიან საქართველოში თუკი კონსტიტუცია არ იქნა მიღებული ისეთი, როგორიც მოსახლეობას უნდა. დაძაბვა თუ იქნება ეს იქნება ქართული ოცნების ახლომხედველობის ბრალი, როდესაც არ უნდა არანაირად წამოვიდეს კონსენსუსზე და დრო გაყავს, თამაშობს",- განაცხადა გიგლა ბარამიძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.
FaceBook Twitter Google