გიგლა ბარამიძე: ხელისუფლებამ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევის შესახებ წინასწარ იცოდა-შემდეგი ზნაური და ყორნისი იქნება
ხელისუფლებამ ორი თვით ადრე უკვე იცოდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ბორდერიზაციას გააგრძელებდა,- ამის შესახებ ,,პირველ რადიოსთან" საუბარში ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა შეხვედრაზე განუცხადა, რომ მათ ამ დრომდ ებორდერიზაცია შეჩერებული ჰქონდათ , თუმცა ივნისიდან განაახლებენ.

,,ის რაც მოხდა ბერშუეთში ჯერ კიდევ 12 მაისს იყო ერგნეთში დაანონსებული. ერგნეთში ინციდენტევბის პრევენციის კომისიის რიგით 88 შეხვედრაზე, დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა სანაკოევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ივნისი-ივლისის თვიდან განახლდებოდა ბორდერიზაცია. ამ შეხვედრაზე მან სამი მიმართულებაც დაასახელა :ზნაურის თემის მიმართულება, ყორნისის მიმართულება და მესამე გორის მუნიციპალიტეტი.

ორი თვეა ამის შესახებ იცის ხელისუფლებამ და ხმა არ ამოუღია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორი უვიცი, მოუმზადებელი და მშიშარაა ყველა ასეთ მნიშვნელოვან ქმედებებზე.

ახლა ამბობენ ვიცოდით და ჟენევის ფორმატში დავაყენეთო დავიღალეთ თქვენი ტყუილებით, რატომ არ გააფრთხილეს საზოგადოება და რატომ არ იყო უფრო ქმედითუნარიანი ხელისუფლება? უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი გამოდის და ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაფერი მითხრაო. ასეთი იწილო-ბიწილო რომაა ხელისუფლებაში იმიტომაა ,რომ მიმდინარეობს ეს პროცესი და კიდევ უარესს დაგვმართებს ეს უვიცი ხელისუფლება"- ამბობს გიგლა ბარამიძე ,,პირველ რადიოსთან".
FaceBook Twitter Google