ნინო ბურჯანაძე - რამდენით უნდა გადმოწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლება?
რამდენით უნდა გადმოწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მცოცავი ოკუპაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ბურჯანაძემ "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მიესალმება ნებისმიერ ვიზიტს რუსეთში, რომლის მიზანიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვაა. თუმცა, მისივე თქმით, ნაყოფიერი მხოლოდ ხელისუფლებებს შორის დიალოგი იქნება.

"მე მივესალმები ნებისმიერ ვიზიტს რუსეთში, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ის, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. რას ველოდებით ძალიან მაინტერესებს? რამდენით უნდა გადმოწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს? დანაშაულებრივია დიალოგზე უარის თქმის პოზიცია. თუ ხელისუფლება პირდაპირ არ ჩაერთო ამ პროცესში და უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები სასწრაფოდ არ დაიწყო, დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდება. ყოველდღიურად უარესდება ვითარება, ყოველდღიურად უარესდება საქართველოს მოსალაპარაკებელი პოზიცია და ესაა კატასტროფა ქვეყნისთვის, ესაა დანაშაული, რომელზეც ეს ხელისუფლება მომავალში აუცილებლად აგებს პასუხს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31