„დემოკრატიული მოძრაობა“ პრეზიდენტისგან და პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს
”დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, ბათუმში ირანელმა ბიზნესმენმა ალი აქბარმა თავის შვილთან ერთად პოლიციის თვალწინ სასტიკად სცემა დავით ლორთქიფანიძე, რომელიც სასწრაფოთი გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა მრავლობითი დაზიანების კვალი და ტვინის შერყევა. ამის შესახებ ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაოის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პოლიციამ არანაირი ზომები არ მიიღო დამნაშავის დასაპატიმრებლად, ”უფრო მეტიც დაზარალებულს განუცხადეს, რომ არ ღირს ამაზე განგაშის შექმნა”.
”როგორც ჩანს სისხლის სამართლის პოლიტიკა უცხოელი ბიზნესმენის მიმართ არის ლოიალური, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულები იმდენად თავხედობენ, რომ სამართალდამცავების თანდასწრებითაც არ ერიდებიან აგრესიას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილობრივების წინააღმდეგ. მოვითხოვთ, პრეზიდენტისგან, სახალხო დამცველისაგან და პროკურატურისაგან მკაცრ და დაუყოვნებლივ რეაგირებას“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
FaceBook Twitter Google