ბექა პეტრიაშვილი: დაისაჯონ ის პირები ვინც განახორციელეს უკანონო ქმედება და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოახდინეს ჩემი დაკავება
45 პოლიტპატიმრიდან „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი პროკურატურამ გაამართლა. დადგენილებაში იკვეთბა, რომ 2011 წელს ის პოლიციის თანამშრომლებმა პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორების მიზნით, მოუწყვეს ხულიგნობის ინსცენირება და დააკავეს უკანონოდ.
კერძოდ, 2011 წლის ივლისში, შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ, წერეთლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თითქოსდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა ბექა პეტრიაშვილი, რომლის მიმართაც საქმეზე შეკრებილი იქნა ყალბი და გამოგონილი მტკიცებულებები. განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ე.წ მოწმე დაკავების მომენტისთვის საერთოდ არ იმყოფებოდა დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი. საქმეზე ასევე შეკრებილი იქნა ბექა პეტრიაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი სხვა მტკიცებულებებიც.
2017 წელს, ჩემი დეკავებიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მცნო დაზარებულად საქმეზე და დაიწყო ხელახალი სასამართლო პროცესი. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და უამრავი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც გამოძიებისას პროკურატურამ მოიპოვა, ყველა იმ ადამიანს მოსთხოვს პასუხს ვინც ჩაიდინა დანაშაული.
ჩემს მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ ჩემი გამამართლებელი განაჩენის მოპოვება, რისთვისაც უკვე წლებია ვიბრძვი. მთავარია, დაისაჯონ ის პირები ვინც განახორციელეს უკანონო ქმედება და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მოახდინეს ჩემი დაკავება. ეს თავისთავად არის საჯარო ინტერის საქმე აქ მხოლოდ ჩემს განაჩენზე არ არის საუბარი, სანამ შსს-ში იმუშავებენ ის ადამიანები ვინც მიზანმიმართულად ჩადიოდა დანაშაულს აყალბებდა მტკიცებულებებს. დაკითხვაზე მოყავდა ცრუ მოწმეები და აგენტები სანამ ეს ადამიანები არ დაასახელებენ იმ კონკრეტულ პირებს, ვინც გასცემდა დაკავებების ბრძანებას სანამ არ გაიწმინდება შს სამინისტრო იმ ადამიანებისგან ვინც „სამართალდამცველის“ ფორმაში გამოწყობილი დანაშაულს დანაშაულზე ჩადიოდა მანამდე სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც ზედმეტია“. - განაცხადა ბექა პეტრიაშვილმა.

FaceBook Twitter Google