ნინო ბურჯანაძე - ამერიკამ 2008 წლის ომის შემდეგ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება ქართველ ხალხს ძვირად დაუჯდეს. პარტიის ლიდერის თქმით, ”2008 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ სააკაშვილს ომი დააწყებინა”.
„მე საშიშ პროვოკაციას ვუწოდებ, როდესაც საოკუპაციო ზოლთან 400-500 მეტრში ამერიკული სამხედრო ტექნიკის მოძრაობის დემონსტრირებას ახდენ, მაინტერესებს შედეგებზე არ უნდა ვიფიქროთ? ყველას კარგად გვახსოვს, 2008 წლის მოვლენები, როდესაც ამერიკამ სააკაშვილს ომი დააწყებინა და მერე რუსული ტექნიკის პირისპირ დავრჩით. მაინტერესებს, რა გააკეთა ამერიკამ ისეთი რაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაბრუნებაში წაგვადგა? ვინმე დამისახელებს ერთ ფაქტს, გარდა იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს“. - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google