„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს გამო
"დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის დროს უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის თანამებრძოლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა საქართველოს შეიარაღაბული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.
"დემოკრატიული მოძრაობა" ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას, მაგრამ ვთვლით, რომ მონაწილეობის ხარისხი და სამხედროთა რაოდენობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისადა მსოფლიოში საქართველოს როლის ადეკვატური უნდა იყოს.
„დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მებრძოლებს გამძლეობასა და მხნეობას უსურვებს და იმედს იტოვებს, რომ ყველა მათგანი, სამხედრო ვალდებულების დასრულების შემდეგ, მშვიდობით დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.

FaceBook Twitter Google