ნინო ბურჯანაძე: ოპოზოციის გარკვეული ნაწილი ფეხს ითრევს მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებაზე.
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ არაერთგზის დააფიქსირა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზცია გაერთიანებულიყო საერთო მერობის კანდიტატის გარშემო, მეტიც „დემოკრატიული მოძრაობა“ გახლდათ ერთ-ერთი უპირველესი ინიციატორი აღნიშნული იდეის,რადგან ვფიქრობთ, რომ ერთად უფრო მარტივად შევძლებთ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხებას. ამ შემთხვევაში საუბარი არაა პარტიების გაერთიანებაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მხოლოდ მერობის საერთო კანდიდატის ირგვლივ. როგორც ჩანს ამ ეტაპზე გარკვეული პარტიები ფეხს ითრევენ და არ ჩქარობენ საკუთარი პოზიციის გახმოვანებას. „დემოკრატიული მოძრაობას“ ყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას მოლაპარაკებებისთვის.

FaceBook Twitter Google