გიგლა ბარამიძე: რა ფუჭად ჩაიარა უცხო ენაზე ენააქავებულმა ჟღურტულმა და პროვინციულმა როკვამ მაიკლ პენსის წინაშე!
“დღეს, აშშ-ს მხრიდან რუსეთზე დამატებითი სანქციების გამოცხადების შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების ფორუმზე მანილაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. შეხვედრამ საქმიან, მშვიდ ატმოსფეროში ჩიარა…
საუბრისას ლავროვმა ტილერსონს განუმარტა რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციების შესახებ. ამავე დროს ორივე მხარემ დიდი დრო დაუთმო სხვა საერთაშორისო საკითხებს, კერძოდ: ახლო აღმოსავლეთი, სირია, ავღანეთი, უკრაინა( დონეცკი, ლუგანსკი), მინსკის შეთანხმება, ჩრდ. კორეა..
საქართველოზე , როგორც ყოველთვის, კრინტიც არ დუძრავთ. რა ფუჭად ჩაიარა ქართული ჩინოსნების, ზოგიერთი არასამთავროებისა და ნაწილი პოლიტიკოსების უცხო ენაზე ენააქავებულმა ჟღურტულმა და პროვინციულმა როკვამ მაიკლ პენსის წინაშე!
მოგმართავ საქართველოს პრეზიდენტო, პრემიერო, პარლამენტის სპიკერო!
როდემდე უნდა ატყუოთ ქართველი ერი?!
მეფის ნაცვალთა წინაშე უხერხული თრთოლვა -ხუნტრუცით აპირებთ მამაპაპისეული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას?! მეტი არაა ჩემი მტერი თქვე ჩაჩნებო!!!”-აცხადებს “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე.
FaceBook Twitter Google