ნინო ბურჯანაძე სოხუმში ჩასასვლელად ემზადება
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რამდენიმე დღეში გალის გავლით სოხუმში ჩავა და იქ ერთ დღეს დაჰყოფს. როგორც ცნობილი ხდება ნინო ბურჯანაძეს შეხვედრები დაგეგმილი აქვს მოსახლეობასთან, ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე ვერტიკალზე მას შეხვედრები დაგეგმილი არა აქვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ბურჯანაძის ოფისს დავუკავშირდით: „ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის დადასტურება გამიჭირდება, დღემდე არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ ჩასულა აფხაზეთში, იმ სასაზღვრო სირთულეების გამო, რაც არსებობს. თუმცა, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა. ვისაც მოსმენა სურს და შეუძლია ინფორმაცია სწორად აღიქვას, გაიგებს, რომ ნინო ბურჯანაძე თავის ყველა გამოსვლაში აცხადებს: პირველ პრიორიტეტი არის პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, იმ ხალხთან, ვინც მანდატი მისცა დეფაქტო ხელისუფლებას. მართალია, ნინო ბურჯანაძე არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ აუცილებელია ამ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რაც მხოლოდ შეხვედრებით და დიალოგით არის მიღწევადი.“ - გვითხრეს პრესსამსახურში

FaceBook Twitter Google