გიგლა ბარამიძე: „აფხაზ და ოს ხალხს, რომ შევხდეთ ჩვენ ვართ პრორუსები, ხალხის მტერი და სესიაშვილი და იზორია არიან პატრიოტები?“
„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ დიდი ხანია პარტია გეგმავს ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალში ჩასვლას, თუმცა არ აკონკრეტებს რა ეტაპზეა წინასწარი სამუშაოები, კონკრეტულად ვისთან აპირებს ნინო ბურჯანაძე შეხვედრას და როდის დეტალები უცნობია. გიგლა ბარამიძე სახელისუფლო პარტიის წევრების კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ შემყურეს ის ანდაზა ახსენდება „კატა რომ ვერ შეწვდა ძეხვს“.
„ქარტული ოცნების“ და „ნაციონალების“ შეხმატკბილებული კომენტარები როდესაც მოვისმინე, გამახსენდა ანდაზა კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო. „ონება“ საერთოდ უუნარო და უქნარაა, მას როგორ შეუძლია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, როდესაც დიალოგის დაწყებისაც კი ეშინიათ. ირაკლი სესიაშვილი ვის პრორუსულობაზე საუბრობს, ძალიან სასაცილოა. აფხაზ და ოს ხალხს, რომ შევხდეთ ჩვენ ვართ პრორუსები, ხალხის მტერი და სესიაშვილი და იზორია არიან პატრიოტები? „ნაციონალებს“ რაც შეეხებათ, გია ბარამიძე საერთოდ ვის დანაშაულზე საუბრობს 2008 წლის აგვისტოს მერე. ამბობს ოკუპაციის პირობებში არ დაველაპარაკებითო,ახლა უნდა დაელაპარაკო რომ როგორმე შეძლო და დაიბრუნო დაკარგული, თორემ მერე რაღაზე უნდა ილაპარაკო. ნინო ბურჯანაძე ერთადერთი პოლიტიკოსია ქართულ რეალობაში, ვისაც ყველა მხარესთან შეუძლია მოლაპარაკების წარმოება და ამისთვის თანამდებობა არ სჭირდება. მას თავისი პოლიტიკური წარსულით ისედაც აქვს ის სტატუსო ნებისმიერ ლიდერს შეხვდეს. თუნდაც ეს იყოს დე-ფაქტო ხელისუფლება, დიახაც უნდა შეხვდე და ელაპარაკო. მოძებნო გზა დიალოგისთვის. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვცნობთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას ან ვცნობთ მათ არჩევნების ლეგიტიმურობას, მაგრამ ეს რეალობა გვაქვს. სხვა ვის ვესაუბროთ? მხოლოდ ამერიკას, რომელიც მხოლოდ აღშფოთებას და სიტყვიერ მხარდაჭერას გვიცხადებს?! დამშვიდდეს ყველა, როცა თვითონ არ შეუძლიათ პრობლემის მოგვარება, სხვას ნუ შეუშლიან ხელს. “- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.

FaceBook Twitter Google