ნინო ბურჯანაძე:„საქართველოში ჩავალ საქართველოდან, აფხაზეთიც და ოსეთიც საქართველოა“.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძე შესაძლოა აფხაზეთში და ცხინვალში ჩავიდეს და მოსახლეობას შეხვდეს.
ნინო ბურჯანაძე გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა: ეს არის ჩემი სურვილი, რომელიც არაერთხელ გამოვთქვი. დიახ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი აფხაზ და ოს ხალხთან შეხვედრა, საუბარია და იმ ხიდის აღდგენაა რომელიც ჩატეხილია. ვის რა გაუკვირდა, რამ გამოიწვია აღშფოთება? ეს ხელისუფლება დუმილის გარდა არაფერს აკეთებს. არავისთან შეთანხმება არ მჭირდება იმისთვის, რომ აფხაზ და ოს ხალხს შევხდე. თუმცა, ამ ინფორმაციის ასე აჟიტირება, ვფიქრობ რომ ნაადრევია, რადგან უახლოეს მომავალში, არც ერთ თვეში და არც 2 თვეში ჩასვლას არ ვგეგმავ.“
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ კი ის ჩავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა გზით ჩავა, საზღვარს საიდან გადაკვეთს, ამაზე ნინო ბურჯანაძემ უპასუხა: „საქართველოში ჩავალ საქართველოდან, აფხაზეთიც და ოსეთიც საქართველოა“.

FaceBook Twitter Google