ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ პარტიის წევრებთან ერთად აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს.

„მეორე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა შევასრულოთ ის ოცნება, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ - გაერთიანდეს ქვეყანა და ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედიის დღე, ძმათა მკვლელი ომის დასაწყისი.
„ეს არის დიდი ტკივილი, რომელსაც დიდი უბედურება მოჰყვა, როგორც ადამიანური, ასევე სახელმწიფოებრივი“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
FaceBook Twitter Google