ნინო ბურჯანაძე: რა თქმა უნდა ეს არის დიდი სკანდალი, ეს არის დიდი დარტყმა ქვეყნის იმიჯისათვის.
შს მინისტრის სატელეფონო საუბრის ახალ ფრაგმენტს, რომელიც დღეს გავრცელდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო სკანდალს უწოდებს. „როდესაც შეიძლება უსმენდე და უთვალთვალებდე დიპლომატს და უცხოელ დეპუტატს, თუ მისი ავთენტურობა დამტკიცდა, შს მინისტრი კი არა ასეთი მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერ მინისტრიც უნდა გადაჰყვეს ამ ამბავს.“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერს.
ნინო ბურჯანაძე ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას მოითხოვს, თუმცა აცხადებს, რომ ამაში თითქმის ეჭვი არ ეპარება.
„ეს არ არის გასაკვირი, რადგან ყველამ ვიცით რომ მოსმენები გრძელდება, ყველამ ვიცით, რომ უკანონო ქმედებებზე არავინ დასჯილა. როდესაც მთელი ის მახინჯი სისტემა , ვითომ რის დასანგრევადაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მათ შეინარჩუნეს ეს სისტემა და უკვე თავის ინტერესებს მოარგეს, რატომ გვიკვირს, რომ მოსმენებში შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელიც, რომელიც ელაპარაკება ამ შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტს. რა თქმა უნდა ეს არის დიდი სკანდალი, ეს არის დიდი დარტყმა ქვეყნის იმიჯისათვის. როდესაც ჩვენს პრემიერს და მის არაჯანსაღ გუნდს, თავი მოაქვს დასვლელ პარტნიორებთან ურთიერთობით და მათგან მხარდაჭერის ილუზიით არის შეპყრობილი, საინტერესოა ამ დასავლელი პარტნიორების თვალში როგორ გამოჩნდება შს მინისტრის განცხადება, რომ თურმე არ ადარდებს რა საერთაშორისო სკანდალში შეიძლება გაეხვიოს საქართველო.- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google