„დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციაში ორ მთავარ საკითხს არ დათმობს
„დემოკრატიული მოძრაობა“ მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრების და დისკუსიის წინაღმდეგი არ არის, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისგან გაცილებით მეტ კონკრეტიკას მოელოდნენ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტიისთვის ძალიან პრინციპულია ორი საკითხი.
„უმთავრესი არის პრეზიდენტის არჩევის წესი, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან, ქვეყნის დემოკრატიულობასთან და წარმატებასთან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საპარლამენტო მოდელზე გადავიდეს ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილის დანიშნულმა ხმოსნებმა აირჩიონ მომავალი პრეზიდენტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა, ეს მართლაც ფეოდალებად ქცეული მაჟორიტარები ყოველთვის ვაჭრობის ობიექტები არიან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google