ნინო ბურჯანაძე - „პატრიოტთა ალიანსის“ ამოცანა არის არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე უფრო მეტი ხმის აღება
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილის დასახელებას არასწორი და ულამაზო საქციელი უწოდა.

„სამწუხაროა, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ მეტნაკლებად ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო. უფრო მეტიც, ისინი ბოლო მომენტამდე, თითქოს ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ კონსულტაციები გაეგრძელებინათ, მაგრამ ისე გამოაცხადეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ამის თაობაზე ოპოზიციური პარტიები არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში. ჩემთვის ეს არის ძალიან ნათელი ნიშანი იმისა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ამოცანა არის არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე უფრო მეტი ხმის აღება. მათ სურთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი. ამის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის განცხადებები, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან კეთდებოდა, როდესაც აკრიტიკებენ ვთქვათ უმრავლესობას, მაგრამ არფერს ამბობდნენ ბიძინა ივანიშვილზე. ეს არ მიკვირს, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ეს მათი გადასაწყვეტი გახლავთ. ნამდვილად სიამაყით შემიძლია ვთქავა, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები გულწრფელად ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ხელისუფლებისათის მართლა სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და ოპოზიციური ერთობა ჩამოგვეყალიბებინა. ჩვენ ვთლით, რომ მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია ხელისუფლებას ხელი შეუშალოს და არ გააყალბებინოს არჩევნების შედეგი, რელურად პრობლემები შეუქმნას და მოსახლეობას მისცეს შესაძლებელობა დარწმუნდეს, რომ მაინც არიან ქვეყანაში პარტიები რომლებიც საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აყენებენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი დღეს წარადგინა.

წყარო: interpressnews.ge
FaceBook Twitter Google