ბურჯანაძემ ინაშვილის კანდიდატურის დასახელებას „ულამაზო“ საქციელი უწოდა
„არასწორი და ულამაზო“ საქციელი უწოდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილის დასახელებას. ასეთი შეფასება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება, რომელიც თითქმის საბოლოო შეთანხმებამდე იყო მიღწეული და ოპოზიციას მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყოლოდა. როგორც ჩანს, პარტიებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, „პატრიოტთა ალიანსის“ საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროა, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ მეტნაკლებად ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო. უფრო მეტიც, ისინი ბოლო მომენტამდე, თითქოს ამბობდნენ რომ მზად იყვნენ კონსულტაციები გაეგრძელებინათ, მაგრამ ისე გამოაცხადეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ამის თაობაზე ოპოზიციური პარტიები არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში. ჩემთვის, ეს არის ძალიან ნათელი ნიშნანი იმისა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ამოცანა არის არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე უფრო მეტი ხმების აღება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი. ეს მათი გადასაწყვეტი გახლავთ, მე ნამდვილად სიამაყით შემიძლია ვთქავა, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები პრაქტიკულად ნამდვილად გულწრფელად ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მართლა ხელისუფლებისათის სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და ოპოზიციური ერთობა ჩამოგვეყალიბებინა. “- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



FaceBook Twitter Google