ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ 21 აგვისტოს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატი დასახელდება
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს ”თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ 21 აგვისტოს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატს დაასახელებს.

”საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, რომ სრულიად ოპოზიციას არ შეუძლია იყოს ერთსულოვანი, ისეთ კატეგორიულ საკითხშიც კი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას პრობლემას შეუქმნის. სამწუხაროა, რომ სრულიად ოპოზიციამ ვერ შეძლო პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დამდგარიყო და ქვეყნის მომავლისთვის, თუნდაც რამე დათმობაზე წასულიყო. ასეთია საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, მაგრამ ყველას ერთნაირად ვერ შევაფასებ. კიდევ კარგი დარჩა რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც ადეკვატურად იმოქმედებს, რომელიც ხვდება, თუკი ერთად არ შევუტევთ, ბიძინა ივანიშვილი კვლავ გააყალბებს არჩევნების შედეგებს, კვლავ მოატყუებს ამომრჩეველს და ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკის ქვეყანა. მე და ის პოლიტიკოსები, რომელსაც გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის წარდგენა, შევძლებთ რეალურად დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას. ყველაფერს გავაკეთბთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ შეძლოს, მოგვპაროს ის მანდატები, რომელსაც ამომრჩეველი მოგვცემს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეკითხვაზე, ვის დაასახელებს ოპოზიცია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ ადამიანების ვინაობა საზოგადოებისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.
FaceBook Twitter Google