ნინო ბურჯანაძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ ბარსელონაში განხორციელებული ტერაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, ისლამური ტერორიზმი ბოლო ათწლეულების უდიდესი გამოწვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოში ხალხის მშვიდობას. უდანაშაულო მოქალაქეები ბარბაროსების მსხვერპლნი ხდებიან. ვიმედოვნებთ, ცივილიზებული სამყარო ტერორიზმს სათანადოდ დაუპირისპირდება და ადამიანებს არ შეეშინდებათ ქუჩაში გამოსვლის. - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google