გიორგი ახვლედიანი - "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ბლოკებისა თუ ბუნებრივი ბარიერის სანაცვლოდ მაჟორიტარულ სისტემას "გავუპრავებთ"
"ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ბლოკების თუ ბუნებრივი ბარიერის სანაცვლოდ მაჟორიტარულ სისტემას "გავუპრავებთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"განსაკუთრებული იმედი იმისა, რომ ხელისუფლება ულტიმატუმების ენით არ დაგველაპარაკება და მომავალი არჩევნებიდან პროპორციულ სისტემაზე გადავა, მე არ მაქვს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა. ხელისუფლებას სჭირდება კონსენსუსი. რეალურ კონსენსუსს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გადავა სამართლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე",- განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიები ამ სულისკვეთებაში ერთიანნი არიან.

სწყარო: Interpressnews.ge
FaceBook Twitter Google