დიმიტრი ლორთქიფანიძე - გამოსავალი ზემაღალი ტევადობის ტანკერების გამოყენებაშია, რასაც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამინისტრო ფლობს
გამოსავალი სწორედ ზემაღალი ტევადობის ტანკერების გამოყენებაშია, რასაც რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამინისტრო ფლობს, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე! ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ გამოიყენოს ხელთარსებული ყველა შესაძლებლობა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის საქმეში! გომელაურმა, კანადას, რომ ვთხოვოთ დახმარება, ვიდრე ჩამოვლენ ნახევარი საქართველო გადაიწვებაო, რომ ბრძანა, ურჩევნია სამეზობლოში მიმოიხედოს ფართოდ გახელილი თვალებით და ნახავს, რომ გამოსავალი სწორედ ზემაღალი ტევადობის ტანკერების გამოყენებაშია, რასაც რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამინისტრო ფლობს და რასთან დაკავშირებითაც პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა რომ მიიღო რუსული მხარისგან დახმარების აღმოჩენის შეთავაზება!!!

თუ ამ შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს მთავრობა და ამას შედეგად გაზრდილი მასშტაბების უბედურება მოჰყვება( რაც ფაქტიურად სახეზეა უკვე), მაშინ ხელისუფლება თავით აგებს პასუხს და თავად მიეცემა ცეცხლს!!! დრო არ ითმენს! კიდევ ერთი უმოქმედო ღამის შემდეგ, ხეობაში არსებული ქარის პირობებში, ჩვენ არ ვიცით საერთოდ რა დარჩება ამ ხეობისგან!!! ხელისუფლებავ, გონს მოდი!!!’’ - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
FaceBook Twitter Google