„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ახალ სპექტაკლს ამზადებენ
როგორ ცნობილია რამდენიმე დღის წინ უშიშროების სამსახურში ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაიბარეს ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების მანძილზე არჩევნების წინ უკვე აღიძრა არაერთი მსგავსი საქმე: ე.წ. საბურავების საქმე (2013), შემდგომში სს საქმე სოფო ნიჟარაძის და ნოდარ მელაძის ტერორისტული საქმიანობის შესახებ და ბოლოს საპარლამენტო არჩევნების წინ - სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ დაბრუნების მცდელობის შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ იმასაც, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ყველა ზ/ა საქმემ დაკარგა აქტუალობა და მთავარი პროკურატურის მხრიდან წლების მანძილზე არც რაიმე ქმედებას და არც რაიმე განცხადებას ადგილი არ ჰქონია.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ ვაფასებთ ყოველივე ზ/ა როგორც ფარსს და ქართველი ერის - საქართველოს მოქალაქეების აბუჩად აგდებას. რეალურად მთავარი პროკურატურა ასრულებს „ქართული ოცნების“ პრეს-ცენტრის დირექტივებს და წინასაარჩევნოდ ცდილობს ერთის მხრივ დახატოს მტრის ხატი, ხოლო მეორეს მხრივ შექმნას განცდა რომ ხელისუფლება ხმალამოღებული ებრძვის მომხდურს. ამ ფარსის ამოცანა იგივეა რაც ყველა წინა არჩევნებზე: ამომრჩეველთა ხმები მთლიანად გაიყოს კოაბიტაციის 2 მხარეს - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას აღარ წამოეგოს ამ იაფფასიან პროვოკაციაზე და 21 ოქტომბერს არ მისცეს ხმა პოლიტიკურ კლოუნებს, რომლებიც ამ ფარსში მონაწილეობენ.
იმავდროულად გვსურს გავაფრთხილოთ მთავარი პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები, რომ ქმედება რომელსაც ისინი ჩადიან არის მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაული და ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ კანონის წინაშე წარდგომა და სასჯელის მოხდა.

საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ სახელით:
კახა კუკავა - თბილისის მერობის კანდიდატი
დიმიტრი ლორთქიფანიძე - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი

FaceBook Twitter Google