ნინო ბურჯანაძე: იმის შიშით, რომ პრორუსოლობა არ დაბრალდეობდათ, ქვეყანა დასაწვავად გაიმეტეს, ამით ყველაფერი ნათქვამია.
„ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეები არის სახელმწიფოს მონაპოვარი, უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის რომ მაქსიმალურად სწრაფად მოგვეხდინა ხანძრის ლოკალიზება, თუნდაც ეს მართლაც ვიღაცისთვის მიუღებელი ნაბიჯი ყოფილიყო, თუმცა რატომ არის მიუღებელი ის ნაბიჯი, რომელიც შენს ტყეს და შენს სამშობლოს გადაარჩენს ჩემთვის გაუგებარი,“- ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ უკანასკნელ დღეებში ხანძართან დაკავშირებული პრობლემები.
მისი თქით, შემოთავაზებული რუსული ცეცხლმაქრით შესაძლებელი იყო სტიქიის ერთ დღეში დამარცხება. ის პროტესტი კი რომელიც ამ ხალხს გაუჩნდა ნადვილად გასაოცარია.
„მაინტერესებს, ხანძარი, რომ ამ ადამინების სახლებს გაჩენოდათ არ ჩააქრობინებდნენ რუს მეხანძრეებს, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა?! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ერთი წამითაც უკან არ დაიხევდნენ, რადგან საქმე მათ პირად საკუთრებას შეეხებოდა. მაგრამ მათ საკუთარი სახლივით არ სტკივათ ბორჯომი და აბასთუმანი. პრობლემაც სწორედ ამაშია.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ერთი და მეორე ფრთის მხრიდან გამოხატულ პრეტენზიებზე რუსულ დახმარებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ფატია რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი და პოლიტიკური გამბედაობა, რადგან მათ ეს ნაბიჯი გაასაიდუმლოეს. აქ დასამალი არაფერი იყო. პირიქით შემოთავაზებულ დახმარებას უნდა მიეღოთ და ამით ძალიან დიდ ზიანს ავიცილებდით თავიდან.
„ რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებს, დაუსვით მათ კითხვა რომელი უფრო ამორალურია, რუსეთისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართულიყვნენ, თუ 8 აგვისტოდან 2 კვირაში ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმებეული ზეგასაიდუმლოებული ხელშეკრულება.“
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ფაქტია რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი ნაბიჯების დაცვას. დადასტურებულია, რომ მათ მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას, თუმცა შემდეგ ისე შეეშინდათ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ, რომ ნახევარი საქართველო დასაწვავად გაიმეტეს. ამით ყველაფერი ნათქვამია.

FaceBook Twitter Google