კახა კუკავა : ჩვენი ამოცანა არის რომ გავაკოტროთ კომპანია „სითი-პარკი“
„თბილისელებისგან მხოლოდ გვჭირდება რომ ყველა საჯარიმო ქვითარი დაუტოვონ ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც მუდმივად იდგება „სითი-პარკის“ საჯარიმო ავტოსადგომთან,“-განაცხადა კახა კუკავამ სითი პარკის საქმიანობი წინააღმდეგ გამრთულ აქციაზე.
მისი თქმით, მისი გუნდი აუცილებლად გაასაჩივრებს ყველა შედგენილ ქვითარს რის შედეგადაც „სითი პარკს“ მოუწევს ყველა დაზარალებული მოქალაქისათვის 60 ლარის უკან დაბრუნება.
როგორც კახა კუკავამ აღნიშნა „სითი-პარკი“ წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას თბილისელებისთვის და მისი მერად არჩევის შემთხვევაში ის აუცილებლად გააუქმებს ამ ავადსახსენებელ კომპანიასთან დადებულ დანაშაულებრივ კონტრაქტს.

FaceBook Twitter Google