ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხოველი
„მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ მისი პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზა არის დღეს უკრაინაში დაბრუნება და უფრო მეტიც, თუ საქმე იქამდე მივა, რომ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და დაიჭერენ, სააკაშვილი ჩაჯდება. მოგვწონს თუ არა, აშკარაა, რომ სააკაშვილი გახლავთ პოლიტიკური ცხოველი.“ - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. ის ექსპრეზიდენტის პიროვნულ ხასიათზეც საუბრობს და სააკაშვილს მშიშარას უწოდებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მას აქვს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ყნოსვა. აქედან გამომდინარე, ის საკმაოდ კარგად ხვდება შექმნილ სიტუაციას. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის ექსტრადირება, მიაჩნია რომ ივანიშვილს არ აწყობს სააკაშვილი საქართველოში, თუნდაც ციხეში. „ბიძინა ივანიშვილის სააკაშვილის დაჭერა და მისი პასუხისგებაში მიცემა რომ სდომებოდა ამას გაცილებით ადრე გააკეთებდა. სააკაშვილის დაჭერა ერთგვარი რეაბილიტაციაა, რაც ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა. თუმცა ყველა არჩევნების წინ , მისი როგორც საფრთხობელად გამოჩენა, ამ ხელისუფლებას ხელს აძლევს. იმედი მაქვს, ამომრჩეველი ამას კარგად აანალიზებს და სააკაშვილის შიშით ისევ უუნარო „ოცნებას“ არ აირჩევს. “- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31