ნინო ბურჯანაძე - პოროშენკომ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა
„სამწუხაროდ გუშინ გამოჩნდა, რომ უკრაინის ხელისუფლება არ ფუნქციონირებს. პოროშენკომ მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. მე პოროშენკოს ვაფრთხილებდი არ გაეკეთებინა ის რაც გააკეთა, როდესაც შეიკედლა სააკაშვილი თავისი დამნაშავე თანამზრახველებით და ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა,“- ესე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ უკრაინაში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენები.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პოროშენკოს დაიმსახურა, რადგან მან შეურაცყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, როდესაც საქართველოდან გაგდებული და ძებნილი სააკაშილი თავისი გუნდით მიიღო უკრაინაში და აღაზევა.
„ამ შეურაცყოფისთვის პოროშენკო მიიღებს იმას, რომ დაკარგავს პრეზიდენტობას. თუმცა ამ ყველაფერს სააკაშვილის აქტივში ნუ ჩავწერთ. გუშინ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილის უკან ამერიკის სპეცსამსახურები იდგნენ. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო მათ მიერ დაგეგმილი და დაცული ოპერაცია,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, თუ უკრაინაში რაიმე სახით სახელმწიფოებრიობის ნიშნები გამოჩნდება მაშინ სააკაშვილი ვერაფერს გახდება, მაგრამ თუ ისეთი უუნარო და უსუსური იქნება უკრაინის ხელისუფლება, როგორც გუშინ , როდესაც მათ ელემენტარულად სახელმწიფო საზღვრის დაცვა ვერ მოახერხეს, ასეთ სასაცილო სიტუაციაში სააკაშვილისნაირ ავანტიურისტს წარმატების მიღწევა არ გაუჭირდება.


წყარო: www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31