„დემოკრატიული მოძრაობა" ინიციატივით გამოდის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ერთიანი დოკუმენტით მიმართონ
"დემოკრატიული მოძრაობა" პრეზიდენტს და ინტერპარტიულ ჯგუფს ინიციატივით მიმართავს, ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთიანი დოკუმენტით მიმართონ. აღნიშნულ ინიციატივას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტსა და ინტერპარტიული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე დააყენებს. ახვლედიანის შეფასებით, ახლა ყველაფერი სწორედ კომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული და ცვლილებების არსებული სახით მიღების შემთხვევაში ქვეყანა კრიზისში შევა.
"აუცილებელია ვენეციის კომისიის მხრიდან უმკაცრესი დასკვნა დაიდოს საქართველოს ხელისუფლების უტიფრობაზე, რასაც ჰქვია ერთპარტიული კონსტიტუციის შექმნა. დღეს ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ ერთობლივი დოკუმენტი გავუგზავნოთ ვენეციის კომისიას, რომლითაც დეტალურად მოვახდენთ ინფორმირებას იმაზე, რაც ხდება კონსტიტიციასთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილი მრჩევლებთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
FaceBook Twitter Google