ნინო ბურჯანაძე - სუბარის განცხადება იყო ან ძალიან არაგულწრფელი, არაკომპეტენტური ან ცილისმწამებლური
სუბარის განცხადება იყო ან ძალიან არაგულწრფელი, არაკომპეტენტური ან ცილისმწამებლური, - ასე ეხმაურება პარტია ”დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებას, რომ შეუძლებელია ასეულობით პარტია რეგიონების მასშტაბით აქტიურ საარჩევნო კამპანიას დიდი შემოსავლის გარეშე აწარმოებდეს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შემოწირულობების დამალვა პარტიების ინტერესში არ შედის, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას, რომელიც წინასაარჩევნოდ ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, მას ამ თანხას არჩევნების შემდეგ სახელმწიფო აუნაზღაურებს.

„სოზარ სუბარის განცხადება იყო ან ძალიან არაგულწრფელი, არაკომპეტენტური ან ცილისმწამებლური. ის პარტია, რომელიც გადალახავს ბარიერს, თუ აჩევნებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დანახარჯს, არჩევნების შემდეგ კომპენსაციის სახით, ბიუჯეტიდან მიიღებს ნახევარ მილიონს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ მრავალრიცხოვანი შემომწირველების არსებობას „თავისუფალი ბიზნესით“ ხსნის, ნინო ბურჯანაძის პარტიას, რომელიმე ბიზნესმენმა ღიად დაუფიქსიროს მხარდაჭერა და ფინანსურად ღიად დაეხმაროს, რას უზამს „ქართული ოცნება“ ამ ბიზნესმენს?!“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შემოწირულობებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 14 ფიზიკური პირია დაბარებული. გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ფიზიკური პირების მიერ გაღებული შემოწირულობების ოდენობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის კითხვის ნიშნებს იწვევს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დაბარებული ფიზიკური პირებიდან 6 ”ევროპული საქართველოს” (ჯამში 60 300 ლარის შემოწირულობით), ხოლო 8 ”ქართული ოცნების” (ჯამში 240 000 ლარის შემოწირულობით) შემომწირველია.
FaceBook Twitter Google