ნინო ბურჯანაძე: ბატონი იზორია მხოლოდ მავთულხართს აქეთ დარჩენილი მოქალაქეების თავდაცვის მინისტრი არ უნდა იყოს.
„ძალიან ცდება ბატონი იზორია, თუ თვლის, რომ იგი მხოლოდ მავთულხლართს აქეთ დარჩენილი ტერიტორიის თავდაცვის მინისტრია. იგი უნდა თვლიდეს თავს ვალდებულად, რომ საკუთარი ქვეყნის აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების თვალითაც შეხედოს შექმნილ ვითარებას. ამის გარეშე შეუძლებელია აფხაზებსა და ოსებთან ურთერთობის დარეგულირება. იმ შემთხვევაში თუ ბატონი იზორია საფრთხისშემცველად მიიჩნევს აფხაზეთში ჩატარებულ წვრთნებს მაშინ აფხაზებისა და ოსების მხრიდან, როგორ შეაფასებდა იგი საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ უკანასკნელ საწვრთნელ მოქმედებს, რომლის დროსაც ამერიკული ჯავშანტექნიკა ამერიკული დროშებით საჩვენებლად დადიოდა ქვეყნის უმთავრეს მაგისტრალზე. გაუჩენდა თუ არა ეს ყველაფერი ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს არასტაბილურობისა და საფრთხის განცდას,“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებს არასტაბილურობისა და საფრთხისშემცველი მოვლენა უწოდა.

FaceBook Twitter Google