"დემოკრატიული მოძრაობა" ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას
დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა მოსწავლესა და სტუდენტს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. უსურვებს ყველა ახალგაზრდას ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც სწავლის შესაძლებლობა ექნება შეუზღუდავად ყველა მოქალაქეს. მადლობას ვუხდით ყველა პედაგოგს იმისათვის, რომ ბევრისათვის წარმოუდგენლად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და მაინც ახერხებენ ნიჭიერი ახალი თაობის აღზრდას: ვუსურვეთ ჩვენ ქვეყანას მალე დაიბრუნოს და აღადგინოს ის ტრადიცია, რაც წლების მანძილზე გვქონდა, როდესაც საქართველოს განათლების ყველა სფეროში ჰყავდა მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მოღვაწეები. იმედს გამოვთქვამთ, რომ მიღებულ განათლებას ჩვენი ახალგაზრდები სწორედ საკუთარი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას მოახმარენ. ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს და სტუდენტს ღირსეულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31