ნინო ბურჯანაძე: მხოლოდ ამომრჩეველს შეუძლია გადამწყვეტი გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე„
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები საქართველოში არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ამომრჩევლის აქტიურობას მაინც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია საბოლოო შედეგებზე,“-ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლის როლთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მეტწილად დაკავშირებულია ამომრჩევლის კონკრეტული პრობლემების მოგვარებასთან, ვიდრე გლობალური პოლიტიკური პროცესების წარმართვასთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახლი საძიკვლის გარეშე არ შენდება, ადგილობრივი თვითმართველობა კი სწორედ ქვეყნის აღმშენებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ნაცვლად გაძლიერებისა თვითმართველობები უფრო დაასუსტა.
ბურჯანაძის თქმით, პროგრამამ, რომლითაც „დემოკრატიული მოძრაობა“ წარსდგა ამომრჩევლის წინაშე თვალნათლივ გამოაჩინა სამწუხარო რეალობა, რომ პრაქტიკულად 2014 წლიდან დღემდე არც ერთი ის პრობლემა, რომელზეც მათ საუბარი ჰქონდა არ მოგვარებულა.
„ჩვენი პროგრამა, არ გახლდათ პოპულისტური. იქ ასახული იყო ყველა რაიონის, რეგიონისა და ქალაქის სატკივარი და დასახული იყო ძალიან რეალური გზები, თუ როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს პრობლემები და მოგვეწესრიგებინა ქვეყანა.“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ სამწუხაროდ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის ხათრით გაკეთდა არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. შედეგი ამომრჩეველმა თავად იცის. ამიტომ მოსახლეობა აღარ უნდა დაბრმავდეს ივანიშვილის მილიარდებით და ცრუ დაპირებებით და ხმა მოგვცეს ჩვენ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალას, რომელიც უზრუნვლჰყოფს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ადამინები, რომელთაც უყვართ და სტკივათ ის ადგილი, სადაც ისინი კენჭს იყრიან. რომელთაც აქვთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და შეუძლიათ, რომ საკუთარი სიტყვის პატრონები იყვნენ.წესიერებასთან ერთად ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ პროფესიონალები და ეფექტეურებიც. ეს უმნიშვნელოვანესია.

FaceBook Twitter Google