ნინო ბურჯანაძე წინა საარჩევნო თემასთან დაკავშირებით ეუთოს წარმომადგნელებს შეხვდა
„ჩვენ გქონდა შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს, სამწუხაროდ საქართველოში არაფერი არ ჭრის, იმიტომ რომ ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო მკვეთრად უარყოფითი. ოდირის დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ საპარლამენტო არჩვნების დროს ხმების დათვლის პროცესი იყო ცუდი ან ძალიან ცუდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ხელისუფლება ყვლას უმტკიცებს, რომ არჩვნები იყო იდეალური,“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძე ეუთოს ოდირის წარმომადგენელებთან შეხვედრის შემდეგ.ბურჯანაძის თქმით, არსებობს დოკუმენტები და მან ახლაც გააცნო ოდირის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეუსაბამოა დაფინანსების და ყველა სხვა პირობის ფარდობა სახელისუფლებო გუნდსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის.
„ სრულიად ერთმნშვნელოვანი, რომ როდესაც ხელისუფლების დაფინანსება შეადგენს საერთო დაფინასნების 93 %, ხოლო სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიების, გარდა ერთისა, რომელიც ბოკერიას სახით კარგად თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან, არის ნახევარი პროცენტი, აქ უკვე ზედმეტია თანასწორობაზე საუბარი. შესაბამისად ეს არჩევნებიც ვერ იქნება სამართლიანი,-“განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31