ნინო ბურჯანაძე : პატრიოტთა ალიანსის ბოლო განცხადებები ბადებს ეჭვს, რომ მათ ივანიშვილს სატელიტობა გადაწყვიტეს
„პატრიოტთა ალიანსის ბოლო პერიოდის განცხადებები იძლევა იმისი ეჭვის საფუძველს, რომ მათ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის სატელიტობის გზა,“ - ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ პატრიოტთა
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ მათი ხმა შეცდომით იყო დაფიქსირებული კონსტიტუციის მხარდამჭერთა რიგებში და თან ეს გახლდათ სისტემური ხარვეზი, მაშინ მათ მაშინვე უნდა მოეთხოვათ ამ ხმების კორექტირება, ასევე უნდა მოეთხოვათ სისტემის გადამოწმების მექანიზმის ჩართვა და ხელახალი კენჭისყრის ჩანიშვნა.
„ქართული ოცნების“ რიგებში არსებობდა გარკვეული პრობლემები. რამოდენიმე დეპუტატი თავს იკავებდა კონსტიტუციაზე მხარის დაჭერისაგან და ხელისუფლებას სჭირდებოდა დამატებითი ხმები, რათა კონსტიტუცია არ ჩავარდნილიყო. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 4 ხმით გავიდა აღნიშნული კონსტიტუცია და მათ შორის გახლდათ პატრიოტთა ალიანსის ხმებიც,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31