ნინო ბურჯანაძე: „მე დაფლეთილი რუკის წინ გავიხსენებ აფხაზეთის ომს“
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აფხაზეთში ომის დაწყების დღეს იხსენებს და უსამძიმრებს დაღუპული მეომრების ოჯახს და დასძენს, რომ სამძიმარს უცხადებს, როგორც ქართულ ასევე აფხაზურ ოჯახებს, ვინც ეს ტრაგედია საკუთარ თავზე გამოსცადა.
„ეს იყო ძმათამკვლელი ომი, რომელიც აღარასდროს არ უნდა განმეორდეს. დიდი გულისტკივილით ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ომიდან 24 წელი გავიდა, ამ კომფლიქტის დასარეგულირებლად ჩვენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს. ამ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან დიდი შანსი სერიოზული ნაბიჯები გადაედგა ამ მიმართულებით, თუმცა დღეს ჩვენ მოწმე ვართ, რომ ჩვენი სამშობლო ყოველდღე უფრო და უფრო პატარავდება. მე, ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ბიჭების სისხლი, ფუჭად არ იყოს დაღვრილი, ყველაფერს გავაკეთბ იმისთვის, რომ შესრულდეს მათი მთავარი სურვილი, გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა“. - ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ საქართველოს რუკის ფონზე გააკეთა და დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს და აირჩიოს ის ხელისუფლება, ვისთვისაც სულერთი არ იქნება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვისაც არ შეეშინდება და დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამთლიანდეს.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31