ნინო ბურჯანაძის შეფასებით, " ქართული ოცნება" არ აპირებს არჩევნები ჩაატაროს, ის აპირებს არჩევნების შედეგები დაწეროს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, " ქართული ოცნება" არ აპირებს არჩევნები ჩაატაროს, აპირებს არჩევნების შედეგები დაწეროს. ამის შესახებ ბურჯანაძემ გუშინ თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"დიქტატორულ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ცდილობენ, რომ არადიქტატორული ფასადი ჰქოდეთ, ხელისუფალნი ერიდებიან არჩევნებამდე ერთი - ორი თვით ადრე ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელმაც შეიძლება ისინი არჩევნებზე დააზარალოს. გუშინდელი გადაწყვეტილება იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რომ "ქართულ ოცნება" არ აპირებს არჩევნების ჩატარებას. გუშინ იყო დემონსტრირება იმისა, რომ როგორი განწყობაც არ უნდა გქონდეთ, თუ ყველანი ერთად ხმას არ ამოვიღებთ "ქართული ოცნება" დადებს იმ ციფრებს, რა ციფრებიც თავად უნდა. ოპოზიცია ერთიანი რომ იყოს, მე მაგალითად მოვუწოდებდი გუშინდელი ფაქტის შემდეგ, რომ ბოიკოტი გამოუცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველა პარტიამ განაცხადოს უარი ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ფაქტია, რომ " ქართულ ოცნება" აპირებს დაწეროს არჩევნების შედეგები", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google