„დემოკრატიული მოძრაობა“ უსამძიმრებს ამერიკელ ხალხს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკაში, ქალაქ ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. ნევადის შტატში განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა 58 და დაშავდა 515 მოქალაქე. ეს უპრეცენდენტო და შემზარავი ტრაგედიაა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნეს აცილებული, რათა უდანაშაულო ადამიანები არ იხოცებოდნენ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ამერიკელ ხალხს. დაშავებულებს კი გამოჯანმრთლებას და სულის სიმხნევეს უსურვებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება და ადამიანები შეძლებენ მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.

FaceBook Twitter Google